ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - დაღუპულია 10 ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო 57 დაშავდა. როგორც ირკვევა, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, "ჩრდილოეთ მარმარილოს" გზატკეცილზე მოხდა.
ავარიაში 7 ავტომობილი იყო ჩართული, მათ შორის, 3 ავტობუსი და ერთი სატვირთო მანქანა. დაღუპულებს შორის ყველა სრულწლოვანია.