გასულ დღეს ტავრიის მიმართულებით ოცამდე რუსი ოკუპანტი ჩაბარდა უკრაინულ მხარეს - ტარნავსკი

28.12.23 14:24
გასულ დღეს ტავრიის მიმართულებით ოცამდე რუსი ოკუპანტი ჩაბარდა უკრაინულ მხარეს - ტარნავსკი

27 დეკემბერს ტავრიის მიმართულები 20-მდე რუსი ოკუპანტი ჩაბარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ტავრიის მიმართულების ხელმძღვანელი, ოლექსანდრ ტარნავსკი ავრცელებს.

მისი თქმით, რუს საოკუპაციო ძალებს ძირითადი ყურადღება ავდიივის, მარინისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით ჰქონდათ მიმართული.

"ტავრიას" ოპერატიულ ზონაში 20-მდე რუსი ოკუპანტი ჩაგვბარდა. გარდა ამისა, გასულ დღეს მოწინააღმდეგეების ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი ოდენობა განადგურდა ან დაზიანდა", - წერს ტარნავსკი Telegram-ის არხზე. 

მსგავსი სიახლეები