ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში სამგზავრო თითნფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ტოკიოში, ჰანედას საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თითნფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრებით სავსე სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა.
სამგზავრო ბორტზე, 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.
შეჯახების შემდეგ ბორტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რისი ჩაქრობის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.