ყველაზე მძიმე ახალი წელი - უკრაინა რუსეთის მასშტაბურ შეტევებს იგერიებს

02.01.24 20:18
ყველაზე მძიმე ახალი წელი - უკრაინა რუსეთის მასშტაბურ შეტევებს იგერიებს

 

 

ყველაზე მძიმე ახალი წელი - უკრიანა რუსეთის მასშტაბურ შეტევებს იგერიებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსკოვმა უკრაინული ქალაქების მისამართით 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა და მათი უმრავლესობა სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.

შედეგებიც მძიმეა - 4 დაღუპული და 90-ზე მეტი დაშავებული. ყველაზე მეტად ხარკოვი და კიევი დაზარალდა. რუსული რაკეტები ერთდროულად უკრაინის დედაქალაქის 5 საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. 

კიევს ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. ზელენსკი კი დასავლეთს საგანგებო განცხადებით მიმართავს და აფრთხილებს. პუტინი  ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატოსთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს ძალების მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რადგან უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შემდეგი სწორედ დასავლეთი იქნება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები