რუსეთის მტკიცებით, ინგლისურ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს

23.06.21 16:58
რუსეთის მტკიცებით, ინგლისურ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს

რუსული მედიის მტკიცებით, რუსმა მესაზღვრეებმა შავ ზღვაში მყოფ ინგლისურ ხომალდ Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი  გაუხსნეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იწმუნება, რომ ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა რუსეთის საზღვარი დაარღვია და გაფრთხილების მიუხედავად, ტერიტორია არ დაუტოვებია. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით "დოიჩე ველე" იუწყება, რომ რუსეთის სასაზღვრო ხომალდმა ინგლისური გემის მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა, მოგვიანებით კი Defender-ის თავზე საჰაერო გამანადგურებლებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც რამდენიმე ჭურვი ხომალდის მიმდებარედ ჩამოყარეს.

მათივე მტკიცებით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ინგლისურმა გემმა ტერიტორია დატოვა. მოგვიანებით კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ინგლისის ატაშე დაიბარეს. 

რუსეთის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ბრიტანეთი უარჰყოფს. ინგლისის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის, განცხადებით, Defender-ი უკრაინის საზღვაო წყლებში იმყოფებოდა და მისი მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა რუსეთის სასაზღვრო ძალებს არ განუხორციელებიათ.

რუსული ხომელდები შავ ზღვაში სწავლებას ატარებდნენ და მათ ინგლისური ხომალდი აღნიშნუილის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. HMS Defender-ზე არანაირი გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა და არც ბომბი ჩამოუგდიათ", - განაცხადა ინგლისის თავდაცვის მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები