275 მილიონი მომხმარებელი - პანდემიის ფონზე მარიხუანაზე მოთხოვნა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა

24.06.21 18:56
275 მილიონი მომხმარებელი - პანდემიის ფონზე მარიხუანაზე მოთხოვნა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა

მსოფლიოში 275 მილიონი ადამიანი გახდა მარიხუანას აქტიური მომხმარებელი, რომელთა შორის 36 მილიონი იტანჯება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით - ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგი. ჯანმო-ს სხდომა, რომელიც ნარკოტიკების თემას ეხებოდა, დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდა.

ჯანმო-ს ინფორმაციით, პანდემიის ფონზე კანაფზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიაზაციას მსოფლიოს 77 ქვეყნის მედპერსონალმა მიაწოდა. მათი კვლევებით, მარიხუანას მავნებლობის შესახებ მოზარდთა მხოლოდ 40%-ს სჯერა. 

დასკვნაში წერია, რომ ბოლო 24 წლის განმავლობაში მარიხუანას მოხმარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4-ჯერ გაიზარდა. პანდემიის დროს კი კანაფის არალეგალური ბაზრები ბევრ ქვეყანაში გაჩნდა. 

ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ ნარკოტრეფიკისთვის დამნაშავეთა სამყარო თანამედროვე საჰაერო და სახმელეთო საშუალებებს იყენებს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველებს მათი დაკავება უჭირთ. 

2020 წლის დეკემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სამედიცინო მარიხუანა ამოიღეს საშიში ნარკოტიკების სიიდან.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები