ბელარუსმა სამხედრო დოქტრინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა შეიტანა

17.01.24 14:37
ბელარუსმა სამხედრო დოქტრინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა შეიტანა

ბელარუსმა განახლებულ სამხედრო დოქტრინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა შეიტანა - ადგილობრივი სააგენტო "ბელტას" ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 16 იანვარს გამართა, სადაც თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განახლებული სამხედრო დოქტრინისა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტები წარადგინა.

მინისტრმა ხრენინმა სააგენტოს განუცხადა, რომ შესაძლო საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, ბელარუსმა განსაზღვრა ხედვა თავის ტერიტორიაზე არსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. განახლებული დოქტრინა კი ახლა ბელარუსის ეროვნულმა კრებამ უნდა დაამტკიცოს.

 

მსგავსი სიახლეები