რუსეთის ფედერაციასა და ირანს შორის სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება - ზახაროვა

17.01.24 19:09
რუსეთის ფედერაციასა და ირანს შორის სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება - ზახაროვა

რუსეთის ფედერაციასა და ირანს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება გაფორმდება - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და ხელმოწერა პრეზიდენტების შეხვედრაზე იგეგმება, მოსკოვისა და თეირანის პარტნიორობის სტრატეგიულ ურთიერთობას ოფიციალურ დონეზე აფორმებს.

მოქმედი შეთანხმების ხელმოწერიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მას ხელი მოეწერა 2001 წელს; სხვა საკითხებთან ერთად, შეიცვალა საერთაშორისო პირობები, საერთაშორისო კონტექსტი და ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო ზრდას განიცდის“, - განაცხადა ზახაროვამ.