რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის ოლქისკენ გასროლილი ათი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო - გუბერნატორი

18.01.24 10:26
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის ოლქისკენ გასროლილი ათი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო - გუბერნატორი

დღეს დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის ოლქში ათი უკრაინული რაკეტა გაანადგურა - ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ბელგოროდში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე იყო გამოცხადებული, ამიტომ მოსახლეობას ურჩიეს, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ და ფანჯრებს არ მიახლოებოდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის დაბომბვის შედეგები: ჩვენი მიმართულებით ათი რაკეტა გამოუშვეს, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ყველა წარმატებით ჩამოაგდო", - აღნიშნა გუბერნატორმა.

 

მსგავსი სიახლეები