არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს

ცნობილ მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი მებაჟეებმა დაუდეკლარირებული 26 00 ევროს ღირებულების Audemars Piguet-ის მაჯის საათის გამო დროებით დააკავეს.
როგორც ირკვევა, მას გადასახდელად 35 000 ევრო დააკისრეს. მსახიობს აეროპორტში გაჩერება სამი საათის განმავლობაში მოუწია.
ჩვენ აღძრული გვაქვს სისხლის სამართლის საგადასახადო პროცესი. საათი უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული, რადგან ეს იმპორტია", - თქვა მიუნხენის მთავარი საბაჟოს სპიკერმა.