ტრამპის პრეზიდენტობა შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდი გამარჯვება იყოს - ჯონსონი

19.01.24 23:30
ტრამპის პრეზიდენტობა შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდი გამარჯვება იყოს - ჯონსონი

"დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა შესაძლოა, რომ მსოფლიოსთვის დიდი გამარჯვება იყო", - ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკეთა. 

მისი თქმით, მსოფლიოს სჭირდება ლიდერი, რომლის არაპროგნოზირებადობა ამერიკის შეერთებული შტატების მტრებისთვის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.

ჩვენ ყველა უნდა გავიზარდოთ და შევეჩვიოთ ამ პერსპექტივას. ტრამპი სწორად თუ მოიქცევა და მხარს დაუჭერს უკრაინელებს და მე მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს, ტრამპის პრეზიდენტობა შესაძლოა, იყოს დიდი გამარჯვება მსოფლიოსთვის“, – ამბობს ჯონსონი.