კიევი-ბათუმის რეისზე თვითმფრინავი აფრენიდან მალევე უკან დააბრუნეს

SkyUp Airlines-ის ინფორმაციით, კიევი -ბათუმის რეისი აფრენიდან მალევე უკან, ბორისპოლის აეროპორტში დააბრუნეს. სააგენტოში განმარტავენ, რომ ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა და თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზს ტექნიკური სამსახურინ სწავლობს.
ჩვენ გვესმის, რომ ამ სიტუაციამ ჩვენი მგზავრებისთვის უხერხულობა შექმნა. ჩვენ მათ საკვებითა და სასმელით უზრუნველვყოფთ. ბოდიშს გიხდით და იმედი გვაქვს გაგების, რადგან ფრენის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. გარწმუნებთ, რომ ყველა მგზავრი ბათუმში რაც შეიძლება, სწრაფად გაფრინდება SkyUp თვითმფრინავით. - აღნიშნავენ საჰაერო სააგენტოში.