ლუკაშენკომ ბელორუს ადვოკატებს დამოუკიდებლობა წაართვა

25.06.21 20:06
ლუკაშენკომ ბელორუს ადვოკატებს დამოუკიდებლობა წაართვა

ბელორუსის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ადვოკატებს დამოუკიდებლობას ართმევს, ამის შესახებ DW Беларусь იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, უფლებადამცველის სასამართლო პროცესიდან მოხსნის უფლება მიეცა  კოლეგიას, რომელიც არაფორმალურად, ქვეყნის პირველ პირს ემორჩილება. აქამდე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება პროფესიულ დისციპლინარულ კომისიას შეეძლო, რომელსაც თავად ადვოკატები ირჩევდნენ.

ერთ-ერთ პროცესზე, რომელიც მინსკში გაიმართა, ადვოკატი ანდრეი მოჩალოვი მოულოდნელად მოხსნეს პროცესიდან. ამის მიზეზი სასამართლოში მოსული ფაქსი გახდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უფლებადამცველი კოლეგიიდან გარიცხეს და ის მოკლებულია დაცვის უფლებას. 

მსგავსი ხასიათის სანქციები ადვოკატებზე ბელორუსში უკვე რამდენჯერმე განხორციელდა- იუწყება DW Беларусь. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ უფლებადამცველს კოლეგიამ ლიცენზია იმის გამო გაუუქმა, რომ მან პროცესზე პოლიცია მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ძალადობაში ამხილა. კოლეგიამ მაშინ განმარტა, რომ პროცესის დასრულებამდე ადვოკატს ამის უფლება არ ჰქონდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ადვოკატთა კოლეგია უმეტეს შემთხვევაში უფლედამცველთა ინტერესებს არ ემსახურება და მათ წინააღმდეგაც კი გამოდის. კოლეგიას იურისტთა წრეში იუსტიციის სამინისტროს ფილიალსაც უწოდებენ.

ბელორუსში ადვოკატურის შესახებ კანონში ბოლო შესწორება 2021 წლის ნოემბერში მოხდა. ეს შესწორება შესაძლოა, უფლებადამცველთა რექვიემად შეფასდეს.