ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმე - დერეკ შოვინს 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

25.06.21 23:12
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმე - დერეკ შოვინს 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აშშ-ის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე კაჰილმა მიიღო და თქვა, რომ გადაწყვეტილება "არაა დამყარებული ემოციასა და თანაგრძნობაზე" და ემყარება მთლიანად ეფუძნება სამართლებრივ ანალიზს. 

მოსამართლის თქმით, ეს სიმწარე იგრძნო მთელმა ქვეყანამ, თუმცა, პირველ რიგში, "ჩვენ უნდა ვაღიაროთ ფლოიდების ოჯახის ტკივილი"- თქვა მოსამართლემ. 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის პოლიციელი დერეკ შოვინი დააკავეს. ჯორჯ ფლოიდი გასული წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე  აფროამერიკელ მამაკაცს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.