მაიამიში 12 სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

27.06.21 12:05
მაიამიში 12 სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

მაიამიში, 12- სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, 156 კი ამ დრომდე დაკარგულია. მაშველები  ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ ადამიანებს.

მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, გამოეხმაურა.

ჩემი გული ახლა სურფსაიდის საზოგადოებასთანაა, მათთან, ვინც საყვარელი ადამიანების დაკარგვას გლოვობენ და ელოდებიან ძიების შედეგებს", - წერს ჯო ბაიდენი.

ნგრევის მიზეზი სავარაუდოდ, კორპუსის მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომაა.

მაღალსართულიანი შენობა რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით, ჩამოინგრა, როდესაც კორპუსის მცხოვრებლებს ეძინათ.

მსგავსი სიახლეები