მოსკოვში 17 წლის ფეხბურთელი მატჩის დროს გარდაიცვალა

27.06.21 23:13
მოსკოვში 17 წლის ფეხბურთელი მატჩის დროს გარდაიცვალა

რუსეთში 17 წლის ფეხბურთელი მოყვარულთა ლიგის მატჩის დროს გარდაიცვალა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შემთხვევა მოსკოვში, მოყვარულთა ლიგის შეხვედრაზე, მოხდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გონება  სტადიონზე თამაშის დროს დაკარგა.

რუსული მედიის ცნობით, ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი  უცნობია.

პირველი გადაუდებელი დახმარება სტადიონზევე აღმოუჩინეს. სასწრაფოს ექიმი მანქანიდან აძლევდა მითითებებს ადგილზე მყოფებს. რა მოხდა, არ ვიცით. სამწუხაროდ, ვერ გადარჩა",- თქვა საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა, დმიტრი სმირნოვმა.