ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ე.წ. ,,ლიამბდა შტამი" გამოვლინდა

28.06.21 19:09
ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ე.წ. ,,ლიამბდა შტამი" გამოვლინდა

ბრაზილიის სამხრეთში მედიკოსებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ე.წ. ლიამბდა შტამი, SARS-CoV-2, გამოვლინდა. ეს ვირუსი ბრაზილიაში პერუდან გავრცელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ელექტრონული ბიბლიოთეკის საიტ medRxiv- ზე გამოქვეყნდა. 

გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ივნისის შუა რიცხვებში აღიარა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ეპიდვითარებას გაამწვავებს.

ვირუსის ინდური ვარიანტის გამოვლენამდე ლიამბდა შტამმზე  ჩილესა და  არგენტინაში  დაავადებულთა 30% მოდიოდა.

ამჟამად მიდის კვლევა, როგორ მოქმედებს აღნიშნული შტამი ადამიანის ორგანიზმზე. კვლევის შემდეგ სპეციალისტებმა უნდა დადონ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად საშიაშია ლიამბდა კორონავირუსის სხვა ფორმებთან შედარებით.