შავ ზღვაში NАТО -ს სამხედრო სწავლება დაიწყო

28.06.21 19:23
შავ ზღვაში NАТО -ს სამხედრო სწავლება დაიწყო

NАТО -ს სამხედრო-საზღვაო წვრთნაში, Sea Breeze 2021, მონაწილეობას ,,ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის" წევრი 16 ქვეყანა და უკრაინა იღებენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW იუწყება.

ცნობილია, რომ 10 ივლისამდე წვრთნებში ჩართული იქნება 5 ათასი სამხედრო, 32 საბრძოლო ხომალდი და 40 თვითმფრინავი. ალიანსის პირადმა შემადგენლობამ უნდა დახვეწოს დესანტის გადმოსხმისა და თავდაცვის სხვადასხვა ფორმა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს ქვეყნის თავდაცვის ინტერესების შესაბამისად. 

 

მსგავსი სიახლეები