სანქციებზე საპასუხოდ ბელარუსი ევროკავშირთან თანამშრომლობას წყვეტს

სანქციების საპასუხოდ ბელარუსი ევროკავშირთან თანამშრომლობასa და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ ბელარუსის მთავრობამ ოფიციალურად 28 ივნისს განაცხადა.
ბელარუსმა სანქციების საპასუხოდ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა სანქციების დაწესებაზე პასუხისმგებელ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები აცნობიერებ ბელარუსთან ურთიერთობაში ძალისმიერი მიდგომის გამოყენების ზიანს", – ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.