მიხეილ სააკაშვილი თოქ შოუს წამყვანობასაც შეითავსებს

29.06.21 15:10
მიხეილ სააკაშვილი თოქ შოუს წამყვანობასაც შეითავსებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი,  მალე საკუთარ თოქ შოუს წაიყვანს. გადაცემა უკრაინის ერთ-ერთ არხზე გავა. ამის შესახებ ტელეგრამ არხი Sputnik-ი  წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თოქ შოუს ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ქართულ საზოგადოებასთან.

მიხეილ სააკაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოდან ოდესაში ასობით ქართველი ახალგაზრდის ჩამოყვანას და მათთვის ინოვაციური იდეების გაცნობას. 

მიხეილ სააკაშვილს 2017 წელს უკრაინულ არხ ZIK-ზე თოქ შოუ ,,სხვა უკრაინა" მიჰყავდა.