ჩრდილოეთ კორეა შეშფოთებულია, ქვეყნის ლიდერი საგრძნობლად დასუსტდა

29.06.21 17:54
ჩრდილოეთ კორეა შეშფოთებულია, ქვეყნის ლიდერი საგრძნობლად დასუსტდა

ჩრდილოეთ კორეაში ახლა ყველაზე აქტუალური განხილვის თემა მათი ლიდერის, კიმ ჩენ ინის, წონაა. ქვეყნის მთავარმა გამოწვევამ, ეკონომიკურმა პრობლემებმა, უკვე მეორე პლანზე გადაიწია, იუწყება vesti.ru. 

გამოცემის ინფორმაციით, უკვე ფოტოებშიც ნათლად ჩანს, რომ 170 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე კიმ ჩენ ინმა წონაში 10-დან 20 კილომდე მოიკლო. ამ ფაქტს ჩრდილოეთ კორეის მედიაში უამრავი სატელევიზიო სიუჟეტი და სტატია მიუძღვნეს. 

ანალიტიკოსებინ ფიქრობენ, რომ წონაში დაკლებით ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სურს, მიიღოს მოსახლეობის მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების გამო. 

სკეპტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ კიმ ჩენ ინმა უბრალოდ, გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს  და დიეტას მიმართა.

 

მსგავსი სიახლეები