გერმანიის პოლიციამ დააკავა ქართველი წყვილი, რომლებიც სატვირთო მანქანას შეეჯახნენ

29.06.21 19:26
გერმანიის პოლიციამ დააკავა ქართველი წყვილი, რომლებიც სატვირთო მანქანას შეეჯახნენ

გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები, 27 წლის მამაკაცი და 34 წლის ქალბატონი, მაშინ დააკავა, როცა ისინი თავიანთი მსუბუქი ავტომობილით სატვირთო მანქანას დაეჯახნენ და ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა nordkurier.de იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებისას სამართალდამცველებმა გაქცეულები შემთხვევის ადგილიდან ახლოს, ქალაქ ზომერსფორდში, დააკავეს. 

პოლიციამ დაკავებისას გაარკვია, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში უკანონოდ იყვნენ შემოსულები, მათ თან ჰქონდათ სლოვაკეთის ყალბი პირადობის მოწმობები, რომელიც ბრალდებულთა ინფორმაციით, მათ 900 ევროდ შეიძინეს და ქვეყანაში ლეგალურად დასაქმებას ცდილობდნენ. 

დაკავებულებს რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი. მათ შორის, არასანქცირებული შემოღწევა ქვეყნის ტერიტორიაზე, არაკანონიერი ცხოვრება და დოკუმენტების გაყალბება. 
 

მსგავსი სიახლეები