ნავალნის გარდაცვალება ციხეში - მსოფლიო მასშტაბით საპროტესტო აქციები იწყება, რომელსაც საქართველოც უერთდება
ნავალნის გარდაცვალება ციხეში - დღეს ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იქნება. მათ უერთდებიან ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, საქართველო, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია.
რუსეთში, ზოგიერთ ქალაქში, ხალხმა უკვე დაიწყო ყვავილების მიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებზე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.