საშინელებაა ის, რაც თქვა, NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დავიცავთ - ბაიდენი ტრამპზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გამართულ ბრიფინზე დონალდ ტრამპის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებას ნატოსთან დაკავშირებით სამარცხვინოს უწოდებს.
ბაიდენი ამბობს, რომ იქამდე, სანამ ამერიკის პრეზიდენტი თავად იქნება, NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს.
წინა პრეზიდენტის განცხადება იყო გაკეთებული. ის იწვევს რუსეთს, რომ თავს დაესხას მოკავშირეებს, რათა რუსეთმა გააკეთოს ის, რაც სურს, თუ მოკავშირეები არ გადაიხდიან საკუთარ გადასახადს. ეს არის საშინელება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა. მე რამდენიც ხანიც პრეზიდენტი ვიქნები, ამერიკა NATO-ს მოკავშირეების ერთგული იქნება.
იმ თვალსაზრისით, როდესაც ისინი თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ, ნებისმიერი შეტევის დროს NATO-ს მოკავშირეები საკუთარ თავს დაიცავენ. ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ იმ საფრთხეს, რომელსაც პუტინის რუსეთი გვიქადის", - განაცხადა ბაიდენმა.