სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი იარსებებს, რეგიონი უსაფრთხო არ იქნება - ტიხაინოვსკაია

16.02.24 23:47
სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი იარსებებს, რეგიონი უსაფრთხო არ იქნება - ტიხაინოვსკაია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოსვკაიამ ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატორები უწოდა და ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს მათი იზოლაციის საკითხის სერიოზულად განხილვისკენ მოუწოდა.

ტიხაინოვსკაიას თქმით, იქამდე, სანამ ბელარუსის პრეზიდენტის არადემოკრატიული რეჟიმი იარსებეს, კავკასიის რეგიონი უსაფრთხო არ იქნება.

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, ვინ არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. ის პუტინის რეჟიმმა მოკლა. ეს არის შეხსენება მთელი მსოფლიოსთვის, რომ დიქტატორები არაფერზე ჩერდებიან. დემოკრატიულმა სამყარომ სიმამაცის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. პასუხი სისასტიკეზე უნდა იყოს გადამწყვეტი. 

ჩვენ გვეშინია ათასობით ბელარუსი პოლიტპატიმრის სიცოცხლის. ბევრი მათგანი დაკავებულია გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე. არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ არა. არ შეიძლება ციხეებში ახალი სიკვდილიანობის დაშვება.

ჩვენ გვჭირდება ორი დიქტატორის იზოლირება, მათ უნდა გამოვაცალოთ რესურსები და ვაიძულოთ, რომ გადაიხადონ ყველა დანაშაულისთვის რომელიც ჩაიდინეს უკრაინელების, ბელარუსების, მსოფლიო მშვიდობისა და წესრიგის წინაშე.

ამ რთულ ბრძოლაში გასამარჯვებლად, ჩვენ გვჭირდება სტრატეგია და მოქმედების კონკრეტული გეგმა და იმედი მაქვს ამ დისკუსიების დროს მოვისმენ კონკრეტულ იდეებს, რომლებიც დაგვეხმარება ბელარუსის დემოკრატიისკენ და ევროპაში მშვიდობის აღდგენაში", - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

მსგავსი სიახლეები