გერმანიაში უპილოტო ავტობუსი გამოჩნდა

30.06.21 17:18
გერმანიაში უპილოტო ავტობუსი გამოჩნდა

გერმანიის ქალაქ შტოლბერგში უპილოტო ავტობუსი  გამოჩნდა. ამის შესახებ DW იუწყება.

ავტობუსი Thyra-Floh 6 ადგილიანია. ეს მოდელი კონკურსზე წარმოდგენილ 20 ვარიანტს შორის შეარჩიეს. ავტობუსმა პირველი რეისი უკვე შეასრულა, მან ქალაქში ჩამოსული პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები გადაიყვანა. 

ავტონომიური მინი ავტობუსები გერმანიაში იშვიათობა არაა. შტოლბერგში მაღალტექნოლოგიური ავტობუსის შემოყვანა საპილოტე პროექტია. 

უპილოტო ავტობუსი სტოლბერგში 31 ოქტომბრამდე დარჩება  და პანდემიურ პერიოდში დაინტერესებულ პირებს უფასოდ ყოველკვირეულად მოემსახურება.

ავტობუსის სალონი 6 მგზავრზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ყოველი შემთხვევისთვის მას ოპერატორი მოემსახურება. შტოლბერგის მაგალითზეა დამოკიდებული, შემოიღებს თუ არა გერმანია მთელს ტერიტორიაზე აღნიშნულ პროექტს.