ნავალნის დედამ ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა - უწყება სარჩელს 4 მარტს, დახურულ სხდომაზე განიხილავს.
ცნობისთვის, ლუდმილა ნავალნაიამ ამავე მოთხოვნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც მიმართა.