რუსეთმა "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში ჟურნალისტი ევგენი კისელიოვიც შეიყვანა
რუსეთმა სისხლის სამართლებრივი დევნა ტელეწამყვან ევგენ კისელიოვზე აღძრა - იგი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა.
ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის ხელისუფლებამ კისელიოვი შეიყვანა "უცხოეთის აგენტების" რეესტრში. ჟურნალისტი 2008 წლიდან უკრაინაში საქმიანობს, ხოლო 2022 წელს უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეთა კომიტეტს შეუერთდა.