გამარჯვების ერთადერთი გზა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაა - ბელგიის პრემიერი

24.02.24 16:01
გამარჯვების ერთადერთი გზა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაა - ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროომის განცხადებით, ერთადერთი გზა, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს, მისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაა.

კროომი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ომს უკრაინა მსოფლიოსთან ერთად მოიგებს.

ისევ კიევში. გამარჯვების ერთადერთი გზა ჩვენი სამხედრო დახმარების გაზრდაა. როგორც პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ჩვენ ამ ომს ერთად მოვიგებთ. ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და გამარჯვებამდე ვდგავართ“, - წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ დე კროო X-ზე.

 

მსგავსი სიახლეები