დნესტრისპირეთის სეპარატისტები მოლდოვას "გენოციდში" ადანაშაულებენ და რუსეთს "დახმარებას" სთხოვენ

28.02.24 17:54
დნესტრისპირეთის სეპარატისტები მოლდოვას "გენოციდში" ადანაშაულებენ და რუსეთს "დახმარებას" სთხოვენ

დნესტრისპირეთის სეპარატისტები რუსეთს მოლდოვისგან "დაცვას" სთხოვენ - თვითგამოცხადებული "დეპუტატები" მოლდოვას "ეკონომიკურ ბლოკადასა" და "გენოციდში" ადანაშაულებენ.

სეპარატისტები ამბობენ, რომ მოლდოვამ საქონლის მიწოდებაზე დამატებითი გადასახადები დააწესა.

"პარლამენტისა" და ადგილობრივი "თვითმმართველობების" დე ფაქტო დეპუტატებმა ყრილობაზე 7-პუნქტიანი "დეკლარაცია" მიიღეს, რომელიც რუსეთისადმი მიმართვასაც მოიცავს.

დნესტრისპირეთში რუსეთის 220 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. რუსეთი მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში დნესტრში და არის გარანტი და შუამავალი მოლაპარაკების პროცესში“, - ნათქვამია "რეზოლუციაში".

მსგავსი სიახლეები