უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი რუსული "სუ-34" ჩამოაგდეს

29.02.24 10:53
უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი რუსული "სუ-34" ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი რუსული გამანადგურებელი "სუ-34" ჩამოაგდეს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, დღეს დილით, უკრაინელებმა აღმოსავლეთის მიმართულებით კიდევ ერთი რუსული "სუ-3"“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი გაანადგურეს.

დღეს 29 თებერვალია, ეს თარიღი ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ ეს უკვე ნაცნობი დღეა რუსებისთვის კიდევ ერთი თვითმფრინავის დაკარგვით. მინუს სუ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით!" - დაწერა მან.