დასავლეთის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში არსებული ომი ერთგვარი მულტფილმია -პუტინი
"დასავლეთის ქვეყნებს დაავიწყდათ, რა არის ომი და მიაჩნიათ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ერთგვარი მულტფილმია", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას გააკეთა.
რუსეთის დიქტატორმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ნატოელი ინტერვენციონისტების უკრაინაში არ გამოჩნდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი ბევრად უფრო ტრაგიკულ და ფატალურ სახეს მიიღებს.
მათ დაიწყეს საუბარი ნატოს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება.
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუვლიათ რთული გამოცდილება, მათ უკვე დაავიწყდათ რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი, ასეთი რთული განსაცდელი გამოვიარეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის დროს, ახლა, კონფლიქტის კონტექსტში, უკრაინაშიც იგივე ხდება. მათ ჰგონიათ, რომ მათთვის ეს ყველაფერი ერთგვარი მულტფილმია“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას გააჩნია იარაღი, რომლითაც დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეუძლია.
მათ საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი და მათ იციან ამის შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე”, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.