ნავალნის დაკრძალვის პარალელურად, მოსკოვში დაკავებები დაიწყო

01.03.24 16:55
ნავალნის დაკრძალვის პარალელურად, მოსკოვში დაკავებები დაიწყო

ნავალნის დაკრძალვის პარალელურად, მოსკოვში დაკავებები დაიწყო. კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, როგორ იჭერენ მოქალაქეებს.

მოსკოვში ამ წუთებში ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ასობით ადამიანი მას უკანასკნელ გზაზე აცილებს. სამართალდამცავები მოქალაქეებს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

მანამდე კი, ნავალნის ფონდის დირექტორის ივან ჟდანოვის ინფორმაციით, "სობიანინის იდიოტმა პოლიციელებმა მანქანა, რომელშიც ნავალნის ცხედარია, დაბლოკეს. ის სასაფლაოზე დგას და ვერ ახერხებენ ალექსეის გაყვანას".