საქართველოს „არ შეუძლია დაუშვას“, ჩინეთმა მასზე დომინირება მოიპოვოს - პანეტა
პუტინის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება - ეს სიტყვები ამერიკის თავდაცვის ყოფილ მდივანს ეკუთვნის. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლეონ პანეტა პირდაპირ ამბობს, რომ თუ რუსი დიქტატორი უკრიანაში გაიმარჯვებს, შემდეგ სამხედროო აგრესიას საქართველოში წამოიწყებს.
"ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ სცადოს იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. საქართველო კრიტიკული მნიშვნელობისაა შავი ზღვის და ნატოს ქვეყნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა საქართველო ხელში ჩაიგდოს. საქართველოს ტერიტორიის 20% მას უკვე ოკუპირებული აქვს. საქართველო ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება . ამიტომ მნიშვნელოვანია ნატომ და აშშ-მ ცხადყონ, რომ ჩვე არ დავუშვებთ, რომ პუტინმა დემოკრატიები ხელში ჩაიგდოს", - ამბობს პანეტა.
დაზვერვის სააგენტოს ყოფილი შეფი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის საფრთხეეები არა მხოლოდ რუსეთიდან არამედ ჩინეთიდანაც მოდის. გიგანტი სახელმწფო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიულ პარნტიორად გამოაცხადა, მაღალი რანგის გამოცდილი ამერიკელი პოლიტიკოსისთვის რისკისშემცველია.
"თუ არ ხარ ძლიერი სახელმწიფო, ჩინეთი გადაგყლაპავს" - უთხრა პანეტამ "ამერიკის ხმას".
„[პეკინთან ურთიერთობაში], საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში“.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს „არ შეუძლია დაუშვას“, ჩინეთმა მასზე დომინირება მოიპოვოს.
ლეონ პანეტა, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ასევე საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე.
„საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საქართველოს შესახებ, არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით“, – აცხადებს პანეტა.