გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი რუსეთს აკრიტიკებს და წინასაარჩევნო რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი , ვოლკერ ტურკი რუსეთს დამოუკიდებელი ხმების ჩახშობისთვის აკრიტიკებს - იგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დევნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ტურკმა საკუთარ გამოსვლაში მსოფლიოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა და ადამიანის უფლებათა კანონის დარღვევისთვის მწუხარება გამოხატა.
დაუყოვნებლივ შეწყდეს დამოუკიდებელი ხმებისა და იურიდიული პროფესიონალების რეპრესიები, რომლებიც მათ წარმოადგენენ", - თქვა მან.