ანგელა მერკელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მერკელი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს შეხვდა.
ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებული იქნებიან, გერმანიაში შესვლა კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ.
გერმანიის კანცლერი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორესაც შეხვდა.