ავიაკატასტროფა ფილიპინებში - დაღუპულია სულ მცირე 45 ადამიანი

04.07.21 18:48
ავიაკატასტროფა ფილიპინებში - დაღუპულია სულ მცირე 45 ადამიანი

ფილიპინებში ავაიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. კატასტროფა სამხედრო თვითმფრინავმა განიცადა. ტრაგედია ქვეყნის სამხრეთში დღეს მოხდა. თვითმფრინავი სახელად C130 Hercules კუნძულ ხოლოზე აპირებდა დაჯდომას.

Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავში 96 პირი იმყოფებოდა, მათ შორის, სამხედრო პირები და ეკიპაჟის წევრები. რამდენიმე ჯარისკაცი თვითმფრინავიდან კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე  გადახტა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები უცნობია.