ტრამპის თქმით, პუტინი "ალბათ" ჩართული იყო ნავალნის სიკვდილში
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პუტინი "ალბათ", "შესაძლოა" ჩართული იყო ნავალნის სიკვდილში.
ამერიკის ექსპრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოულოდნელი გარდაცვალების საქმეში პუტინის ხელი ერიოს. განცხადება ტრამპმა „Fox News“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"არ ვიცი, მაგრამ ალბათ, ვგულისხმობ, შესაძლოა, მე შემიძლია ვთქვა, ალბათ, არ ვიცი", - თქვა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა Fox News-თან ინტერვიუში.