რუსეთმა უკრაინაში ომი წააგო - სალივანი

"რუსეთმა უკრაინაში ომი წააგო", - ამის შესახებ ჯეიკ სალივანმა კიევში განაცხადა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი უკრაინას მოულოდნელად გუშინ ეწვია.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ზელენსკის გუნდს გარანტიები მისცა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კონგრესი მასშტაბური დახმარების ფინანსურ დოკუმენტს დაამტკიცებს.
"გეგმა ბ-ზე საუბარი არ გვჭირდება" - უთხრა სალივანმა ანდრეი ერმაკს. დამაიმედებელი პროგნოზების მიუხედავად, სალივანს არ დაუდასტურებია, რომ შტატები უკრაინაში დამატებით რაკეტებს გაგზავნის.