ჰაიტის პრეზიდენტი სახლში ჩაცხრილეს, დაჭრილია მისი მეუღლე

07.07.21 18:28
ჰაიტის პრეზიდენტი სახლში ჩაცხრილეს, დაჭრილია მისი მეუღლე

 ჰაიტის პრეზიდენტი, ჟოვონელ მოიზი, სახლში ჩაცხრილეს, ხოლო მისი მეუღლე სასიკვდილოდაა დაჭრილი, ამის შესახებ DW იუწყება.

ჰაიტის სახელმწიფოს კომუნიკეზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ თავდამსხმელები ესპანურ ენაზე საუბრობდნენ. მათ პრეზიდენტის სასახლეზე დილას იერიში მიიტანეს, რა დროსაც ჟოვონელ მოიზი ადგილზე გარდაიცვალა. 

ეს ჰაიტის პრეზიდენტზე პირველი თავდასხმა არ არის. პირველი ფაქტი 2018 წელს მოხდა, როცა ქვეყნის ლიდერი ჰაიტის სახელმწიფოს დამაარსებლის, ჟან ჯაკ დესალინის, 212-ე იუბილეს ესწრებოდა. მაშინ პრეზიდენტი გადარჩა, მაგრამ მისი დაცვის 3 თანამშრომელი მძიმედ დაიჭრა.

ჟოვონელ მოიზი ჰაიტის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. მან 2020 წელს პარლამენტი დაითხოვა და არჩევნები გააუქმა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდებოდა. 

ჰაიტის პრეზიდენტს მოწინააღმდეგეები კორუფციასა და  შეიარაღებული ბანდების ფორმირებაში ადანაშაულებდნენ. 

გაერო-ს მონაცემებით, ჰაიტი მსოფლიოში ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ ითვლება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები