სამარცხვინო კანონია - ევროკავშირი უნგრეთს ურჩევს, გააუქმოს კანონი ,,გეი პროპაგანდის" შესახებ

,,ეს სამარცხვინო კანონია, რომელიც სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციას იწვევს" - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთმა დაუყონებლივ უნდა გააუქმოს კანონი ,,გეი პროპაგანდის" შესახებ.
გამოცემა DW-ს ინფორმაციით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ უნგრეთი ბავშვების დაცვის მოტივით ახდენს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დისკრიმინაციას.
უნგრეთში მოქმედი ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, დაიცვას სექსუალური უმცირესობები და ღირსება, ასევე ადამიანთა შორის თანასწორობა - განაცხადა ურსულა ლაიენმა.
ევროკომისრის ბრალის საწინააღმდეგოდ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანამ, განაცხადა, რომ კანონი არაა მიმართული სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ, არამედ ის აძლევს მშობლებს საშუალებას, თავად გადაწყვიტონ, როგორი სექსუალური განათლება მისცენ თავიანთ შვილებს.
DW-ს ინფორმაციით, უნგრეთის მიერ მიღებული კანონი კრძალავს, 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ფილმები და ლიტერატურა, რომელიც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა გამოსახულებას შეიცავს.
ევროკომისარი ურსულა ლაიენი ირწმუნება, რომ ყველა ღონეს მიმართავს, რათა უნგრეთმა აღნიშნული კანონი გააუქმოს.