მაკრონი და სუნაკი უკრაინისთვის ჭურვებისა და რაკეტების მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

08.04.24 23:19
მაკრონი და სუნაკი უკრაინისთვის ჭურვებისა და რაკეტების მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მხარეები უკრაინისთვის ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ.

მათ განიხილეს მომავალი თვეების პრიორიტეტები, კერძოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების გაზრდა," - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები