ვვარაუდობ, რომ აუცილებლად იქნება სანქციები - ფარსაკი რუსულ კანონზე
მე ვვარაუდობ, რომ აუცილებლად იქნება სანქციები - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასიმ "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.
ფარსაკი, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი და კავკასიაც, აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, პროცესი მხოლოდ დაჩქარდება და აშშ სანქციებს აამოქმედებს.
"მე ვვარაუდობ, რომ აუცილებლად იქნება სანქციები, თუ საქართველოს რესპუბლიკა მსგავს კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ დაარღვია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამიტომ, ამ კონტექსტში, მე კარგად წარმომიდგენია, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობას მათ მიმართ, ვინც უზრუნველყოფს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად. ეს [კანონის მიღება] მხოლოდ ერთგვარი სტიმული იქნება სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად" ამბობს ფარკასი.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტმა არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ "ოცნებას" გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია.