გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 40 "შაჰიდიდან" 37 ჩამოვაგდეთ - უკრაინის გენშტაბი

გასულ ღამეს რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 40 "შაჰიდის" ტიპის დრონი და რაკეტები გაუშვეს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, მათ 37 საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ღამით რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს მორიგი მასიური შეტევა უკრაინაზე საკრუიზო რაკეტების და შაჰიდ-136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით.
წინასწარი ინფორმაციით, 40 უპილოტო საფრენი აპარატიდან 37 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ", - წერს უწყება.