სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება - ჰაგარი

13.04.24 16:27
სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება - ჰაგარი

სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ისრაელი სრულ მზადყოფნაშია და ირანის შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არის.

სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა სცენარისთვის მზად არის და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ისრაელის ხალხის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს.

ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი სპონსორი სახელმწიფოა. მისი ტერორისტული ქსელი საფრთხეს მხოლოდ ისრაელის, ღაზის, ლიბანისა და სირიის ხალხს არ უქმნის. ირანის რეჟიმი უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ ომს ხელს უწყობს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

მსგავსი სიახლეები