მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა - ბორელი

17.04.24 16:12
მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა - ბორელი

"გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს", - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი პირველი მოსმენით დამტკიცებულ რუსულ კანონს.

ევროკომისარი მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონის მიღებისგან, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას დააზიანებს.

საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საბოლოო მიღების შემთხვევაში ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა." - წერს ევროკომისარი, ჯოზეფ ბორელი.

83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კენჭისყრის დროს დარბაზში არცერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა. მათ დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს.

 

მსგავსი სიახლეები