მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოისმინოს გაფრთხილებები რუსულ კანონთან დაკავშირებით - სახდეპი

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოისმინოს გაფრთხილებები კანონთან დაკავშირებით", - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრესსპიკერის მოადგილე რუსულ კანონს.
ვენდეტა პატელი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. - ვედანტ პატელი, პრესსპიკერის მთავარი მოადგილე.