ისრაელმა საქართველო წითელ ნუსხაში შეიყვანა

16.07.21 16:55
ისრაელმა საქართველო წითელ ნუსხაში შეიყვანა

 საქართველო, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და კვიპროსი, ეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალია, რომლებიც ისრაელმა წითელ სიაში შეიყვანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ynet.co.il-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ქვეყნებში დელტა შტამით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, ისრაელმა მათი წითელ ნუსხაში შეყვანისნ გადაწყვეტილება მიიღო.

 მომავლი კვირიდან ისრაელი საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს ესპანეთსა და ყირგიზეთთან.

ამჟამად ისრაელს ფრენები უკვე შეჩერებული აქვს არგენტინასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთთან, მექსიკასთან, რუსეთთან, ბელორუსიასა და უზბეკეთთან.

 დღეის მდგომარეობით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, სეიშელის კუნძულებიდან, ეკვადორიდან, ეთიოპიიდან, ბოლივიიდან, გვატემალადან, ჰონდურასიდან, ზიმბაბვედან, ზამბიიდან და ნამიბიიდან დაბრუნებულ ყველა მოგზაურს ისრაელში  სრული იზოლაციის გავლა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს.

მომავალი პარასკევიდან აღნიშნულ სიას დაემატება: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა,  ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბია.

მსგავსი სიახლეები