ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაშია

18.07.21 18:32
ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაშია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქვეყნის  ჯანდაცვის მინისტრს, საჯიდ ჯავადს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯავადს  ჯონსოთან შეხვედრა გუშინ ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრი, რომელსაც კორონავირუსი ერთხელ უკვე ჰქონდა, დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში გამართავს.

დღეს დილით კორონავირუსის PCR ტესტმა ვირუსის არსებობა დაადასტურა. მე ვრჩები იზოლაციაში და მუშაობას სახლიდან განვაგრძობ. ვაქცინის ორივე დოზის მიღების გამო, ჩემი სიმპტომები მსუბუქია. გთხოვთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, თუ ეს უკვე გაკეთებული არ გაქვთ“, - დაწერა მან Twitter-ზე.