წყალდიდობა ევროპაში - დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა

18.07.21 18:42
წყალდიდობა ევროპაში - დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა

ევროპის დასავლეთ რეგიონში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა. დაკარგულების სამძებრო  სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გერმანიაში წყალდიდობას 156 ადამიანი ემსხვერპლა.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, სტიქიის შედეგად დაზარალებულ  რეგიონს ესტუმრა და ფინანსურ დახმარებას დაპირდა.

ყველაზე მეტად გერმანიაში რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწები დაზარალდა. დაკარგულია ასობით ადამიანი.